ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სოფელ გუმათიდან ქუთაისში, ჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-ს ოფისთან მივიდნენ.
„რიონის ხეობის მცველებმა“ სიმბოლურად კომპანიის ჭიშკარიც დალუქეს. მათ შემდგომ მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
- გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.