ქუთაისში NATO-სა და EU-ს შესახებ ალტერნატიული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

პუბლიკა

NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ყოფილი თანამშრომლები აპირებენ, ისევ გააგრძელონ ის საქმე, რომელსაც ამ უწყების დახურვამდე აკეთებდნენ და ალიანსების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას შეეცდებიან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ცენტრი რამდენიმე თვის წინ დახურა. ახლა „საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ“ ქუთაისში იმუშავებს და არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი ექნება.

ორგანიზაციის დამფუძნებლები პრიორიტეტად ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ასახელებს.

„დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ სხვა პლატფორმიდან განაგრძობს მუშაობას. ვფიქრობ, დატვირთული იქნება საინფორმაციო შეხვედრებით მუნიციპალიტეტებში, სოფლებში. ეს ორგანიზაცია მხოლოდ იმერეთის რეგიონს არ ფარავს და ვფიქრობთ, სამომავლოდ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს“, – თქვა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიკა ვაჭარაძემ.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში 2005 წელს გაიხსნა.

ის მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას, უკეთ გაეცნობიერებინა ნატოსა და ევროკავშირის როლი, ფუნქციები და ქვეყნების უსაფრთხოებისა და განვითარების პროცესებში ჩართულობა.

„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრი 2025 წლის 1 ივლისიდან გააუქმა.