ქუთაისში პოლიციელებსა და ექიმებზე ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით მოქალაქეები დააკავეს

პუბლიკა

ქუთაისში პოლიციელებსა და ექიმებზე ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით მოქალაქეები დააკავეს.

ადგილობრივი მედიის, „ინფო იმერეთის“ ცნობით, ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოტესტისთვის მოქალაქეები შეიყვანეს, მათ მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას კი დაპირისპირება ჯერ სამედიცინო პერსონალთან, შემდეგ კი პოლიციელებთან მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე– ძალადობის მუხლით და 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ.