ქუთაისში პოლიტიკური პარტიის წევრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.