ქუთაისში რკინიგზაზე ელექტროსამუშაოებისას 2 მუშა დაიღუპა

პუბლიკა

ქუთაისში რკინიგზაზე მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად 2 მათგანი დაიღუპა.

„პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევისას ასევე დაშავდა 1 ადამიანი.

უწყება აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაწიყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.