ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი იყო. როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრარს საშუალო ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
უწყების ინფორმაციითვე, ხანძრის ჩასაქრობად 20-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.