ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც 27 სექტემბერს გაიხსნა, 2 ოქტომბერს დასრულდება. კინოსეანსები კინოთეატრ „საქართველოში“ იმართება.
კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუსშია იტალია, მაყურებელი ნახავს: პიერ პაოლო პაზოლინის, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას ნამუშევრების რეტროსპექტივას. ფესტივალს ეწვევა იტალიელი რეჟისორი ბენიამინო ბარეზე და ნაჩვენები იქნება მისი ფილმი – „დედაჩემის გაუჩინარება“. სპეციალური სტუმარი იქნება ფილმის მთავარი პერსონაჟი, მოდელი და ჟურნალისტი ბენედეტა ბარძინი.
ფესტივალზე ასევე გაიმართება ლუის ბუნიუელისა და რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმების საიუბილეო ჩვენებები.
პროგრამაში – „პრემიერა ქუთაისში” მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს უახლესი ქართული კინო:
ეროვნული გამოცდები – გიორგი მრევლიშვილი, 2024, 74’
◾28 სექტემბერი, 13:00 საათი
ვადაგასული საქმე – სოსო დუმბაძე, ელენე ასათიანი, საქართველო, 2023, 125’
◾ 28 სექტემბერი, 14:00 საათი
ჰაერი ლურჯი აბრეშუმია – ირინე ჟორდანია, 2024, 84’
◾ 28 სექტემბერი, 17:00 საათი
მილი – შალვა სოყურაშვილი, 2025, 46’
◾ 29 სექტემბერი, 17:00 საათი
თემო რე – ანკა გუჯაბიძე, საქართველო, 2025, 50’
◾ 29 სექტემბერი, 19:00 საათი
ცხრათვიანი კონტრაქტი – ქეთევან ვაშაგაშვილი, საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, 2025, 78’
◾ 30 სექტემბერი, 19:00 საათი
ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე, გერმანია, საქართველო, 2025, 186’
◾ 1- ელი ოქტომბერი, 18:00 საათი
სრული პროგრაა იხილეთ ბმულზე.