ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა

პუბლიკა

„პუბლიკის“ ინფორმაციით, ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე მძევალი გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.


შეიარაღებული ნიღბიანი ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს, 20 სექტემბერს შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 2 მილიონ დოლარს, რუსეთის დროშას, ანკესსა და ავტომობილს ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.