პოლიციამ 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 მაისს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.