შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
„პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24-საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს”, – აცხადებს შსს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო.