ქვემო ქართლში შემთხვევების ზრდა საქორწილო სუფრამ გამოიწვია - გამყრელიძე

პუბლიკა

“მნიშვნელოვნად წამოიწია ქვემო ქართლმა – 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა, ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, – თქვა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“ის რეგულაციები, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ, იმიტომ, რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს” ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 034
  • აჭარა – 320
  • იმერეთი – 258
  • ქვემო ქართლი – 107
  • შიდა ქართლი – 68
  • გურია – 12
  • სამეგრელო -ზემო სვანეთი – 49
  • კახეთი – 37
  • მცხეთა-მთიანეთი – 36
  • სამცხე-ჯავახეთი – 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა  10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 412.