ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სავარაუდოდ, მიწის მასა ჩამოიშალა - დაიღუპა 4 ადამიანი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასა ჩამოიშალა, რომელშიც მოყვა კომპანიის 5 თანამშრომელი – თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.

მათივე ცნობით, ჩამოშლილი მასის ქვეშ ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში.

„ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში.