„ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს – დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს.
როგორც მან აღნიშნა, ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების სახელით აკეთებს. მან იმედი გამოთქვა, რომ დაიწყება ფასილიტარორების ჩართულობით მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
„ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ იყო და არ იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ გვინდა ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა განვითარდება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით…
ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებში. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც, ალბათ, მოუწოდებდნენ გუნდის წევრები“, – განაცხადა მელიამ.