ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლები პეტიციას ავრცელებენ

პუბლიკა

ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლები პეტიციას ავრცელებენ.

„საქართველოს ექიმებო, ჯანდაცვის სამართლიანო ხელმძღვანელებო, გულითადო ადამიანებო, გვიშველეთ, მოგვეხმარეთ, გვიშუამდგომლეთ, მიაღებინეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს მთავრობას!!!!

მოსთხოვეთ რომ შემოიტანონ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ვოზორიტიდი-მედიკამენტი, რომელსაც 10 წელია ელოდებოდა მსოფლიო და რომელიც ამჟამად სამკურნალოდ ოფიციალურად წარმატებით გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში! მედიკამენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები, რომელიც არის ერთადერთი და უალტერნატივო ეფექტური მედიკამენტი მსოფლიოში!!!!

ბავშვები ყოველ დღე ელოდებიან ამ წამალს“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციაზე ხელმოწერისთვის გადადით ბმულზე.