20 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში | გარდაცვლილთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 20 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია: თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 და კახეთში – 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი შემდეგნაირია: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა – 18 364.

4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696.

მძიმე პაციენტია  511. მათგან თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი. მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29.

2 346 ადამიანი  იმყოფება კოვიდსასტუმროში. მათგან 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

საკარანტინო სივრცეში არის 3 324 ადამიანი. მათგან თბილისში – 683, აჭარაში – 1 649.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი. მათგან თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024.