ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ჯამურად კორონავირუსის დელტა შტამის 52 შემთხვევა გამოვლინდა.
„დელტა შტამის, ე.წ. ინდური შტამის დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად არის 52. ხუთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმის რისკი, რომ დელტა შტამი, შესაძლოა, მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ეს არის 10-დან 20%-მდე. რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.