ქვეყანაში ჯერ 100 000 ადამიანი მაინც უნდა აცრილიყო, რომ შეზღუდვები მოგვეხსნა - კულუმბეგოვი

პუბლიკა

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ უვაქცინოსბი ფონზე ქვეყნის გახსნა დიდი რისკია. ამის შესახებ მან „TV პირველთან“  განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინის მისაღებად ქვეყანას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა და ეს განსჯის საგანი უნდა გახდეს.

„უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი. ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ უნდა ყოფილყო ქვეყანაში მინიმუმ 100 ათასი ადამიანი აცრილი, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა,  რამაც ჩვენ შესაძლებელია უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს.

ვაქცინა არ შემოდის ქვეყანაში, ეს წმინდა „კოვაქსის“ პრობლემაა, ასე თუ ვიტყვით, მაგრამ სახელმწიფოს უდა გაეკეთებინა ძალიან მეტი პროაქტიული ქმედება იმავე „კოვაქსთან“. აქტიური ქმედებები არ განახორციელა ხელისუფლებამ და, ბუნებრივია, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამის გამო ადამიანებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.