ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ყველაზე მეტი – 50% 30-დან 59 წლამდეა – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით ინფიცირებულების ასაკობრივ განაწილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობა 30-დან 59 წლამდე ასაკზე მოდის.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულების ასაკობრივი განაწილება ასეთია:

  • 0-დან  1 წლამდე – 1%, 438 ბავშვი;
  • 2-დან 18 წლამდე –13%,  4 058 ადამიანი;
  • 19-დან 29 წლამდე – 16%, 5000;
  • 30-დან 59 წლამდე – 50%  16 174 ინფიცირებული;
  • 60-დან 79 წლამდე – 18%;
  • 80 წელს ზემოთ – 22%;

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკობრივ განაწილებას, ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილების 15% 60 წელს ქვემოთაა,  30% 60-დან 70 წლისაა, ხოლო ყველაზე მეტი – 53.4% 70 წელს ზემოთ მყოფი პაციენტები იყვნენ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.