დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938 705 აცრა
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.2%. სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.
NCDC-ის ცნობით, 20 აგვისტოს აიცრა 28 555 ადამიანი.
დღევანდელი სტატისტიკით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი, გამოვლინდა 4 901 ახალი შემთხვევა.