ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის გავეშებული პროპაგანდის მოგერიება და ნაღმების განეიტრალება გვიწევს - მდინარაძე

პუბლიკა

„ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის – უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!“, – წერს სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ოპოზიციას არც საერთო ეროვნული მიზანი აფერხებს.

„ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარესაფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან…

განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთოეროვნული მიზანი აფერხებთ…

არაუშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!“, – წერს ის.