„ქართული ოცნების„ ოფისში დრევანდელი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არსებობს.
„ჩვენი მთავარი მიმართვა ხალხის მიმართ, ვინც აპროტესტებს იქნება ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი დასკვნები, დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს არჩევნების დროს გამოვხატოთ“,- განაცხადა მან.
მისისვე თქმით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ეუთოს/ ოდირის რეკომენდაციებით იმ საარჩევნო კოდექსის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის, ოპოზიციისთვის პოზიციების გაძლიერებას.