დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთის „გრუ“-ს მიერ განხორციელდა. რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას არაერთი უცხო ქვეყნის ოფიციალური უწყება გამოეხმაურა.
პირველი აშშ-სა საელჩოსა და ბრიტანეთის საგარეო საქმეტა მინისტრის განცხადებები გავრცელდა:
„აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. საელჩოს განცხადებით, კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე და აშშ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მუშაობას, რომ ეს პასუხისმგებლიანი ქცევის სისტემა იყოს დაცული“,- წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
„„გრუ-ს“ უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“,- წერია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებაში.
საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა დაგმეს და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ავსტრალია, პოლონეთი, დანია, ჩეხეთი, ნორვეგია, ლიეტუვა,