ქვეყნის მასშტაბით 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 7.38%-ია - ცესკო

პუბლიკა

ცესკოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 7.38%-ია, რაც 154 163 ამომრჩეველს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია. ის 9,2%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 5.1% – მცხეთა-მთიანეთშია.

რაც შეეხება დედაქალაქს აქტივობა 7,4%-ს შეადგენს, რაც 74527 ამომრჩეველს გულისხმობს.

დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა არის გლდანის ოლქში, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 7,8%-მა უკვე მისცა. ყველაზე დაბალი აქტივობა 6.8% ისანშია.