ცესკოს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49,09%-ია.
ამავე მონაცემებით, თბილისში დღის განმავლობაში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა.
„ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
დღეს 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა და ახლა ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა ქვეყნის მასშტაბით 51.92% იყო. თბილისში კი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 492 517-მა მოქალაქემ.