ინფორმაცია ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადებაზე ყალბია - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო განცადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ინფორმაცია ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადებაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

“მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა.” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 33 პირია ინფიცირებული. ერთი პაციენტი გამოჯნამრთელდა და ის დღეს გაწერეს ინფექციური საავადმყოფოდან. თენგიზ ცერცვაძის თქმით, გაწერილი პაციენტი 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩება.