ქვიარ აქტივისტებმა პარლამენტთან პერფორმანსი გამართეს. მათ გუშინ გასამართი ფესტივალის განადგურებული ინვენტარი და ნივთები მიიტანეს პარლამენტთან.
მათი თქმით, ეს ნივთები შსს-ს და ალტინფოს მიერ ერთობლივად ორგანიზებული დარბევის მტკიცებულებებია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს დაგეგმილი პრაიდფესტივალი. ისინი შეიჭრნენ კერძო ტერიტორიაზე, დაარბიეს, დაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი, დაიტაცეს ნივთები, სასმელები და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდობის მუხლით საქმეც აღიძრა.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველსო თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორი, საელჩოებმა, წარმომადგენლობებმა, ევროპარლამენტარებმა დაგმეს კონსტიტუციური უფლების ამგვარი უხეში შელახვა.