დღეს საღამოს თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. სხვადასხვა ოპოზიციური პარტია სხვადასხვა ლოკაციაზე აანონსებს აქციას.
17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან ( იუსტიციის სახლის შენობასთან) აქცია აქვს დააანონსებული „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმდჯომარეს, ნიკა მელიას და პარტია „ლელოს”. მათი განცხადებით, აქციით ეროვნულ ბანკთან გააპროტესტებენ „სებ”-ის გადაწყვეტილებას, რომლითაც ამერიკის მხრიდან სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის გამო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.
„თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ” – 18:00 საათზე პარლამენტთან, მინისტრის მოსმენის პარლაელურად, აქციას გეგმავენ მეცნიერების და ხელოვნების სფეროების წარმომადგენლები.
„რუსული აგენტურული ქსელისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება” – ამ მოთხოვნით 19:00 საათზე პარლამენთან აქციას აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი”.
სამივე აქციას, ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთან შეუერთდებიან „გირჩი მეტი თავისუფლება” და პარტია „დროას” ლიდერები.