შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის მეორე ეტაპი იწყება.
მისი განმარტებით, კამპანია მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ნინო ჯავახაძემ განმარტებით, ცვლილებების ერთი ნაწილი ეხება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანას, მეორე ნაწილი კი არის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
უფრო კონკრეტულად კი მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს სანქციების დიფერენცირებას დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ისე გამკაცრებას – „აქ საუბარია საკმაოდ მძიმე სამართალდარღვევებზე, როგორიც არის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, შემთხვევის ადგილის მიტოვება, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ”.
შსს-ს ცნობით, 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის” პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა“ მოქმედებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 – ნომრის ამომცნობი. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა.