საქართველოს საელჩო თურქეთში საქართველოს მოქალაქეების თურქეთის ტერიტორიაზე სამკურნალოდ შესვლის თაობაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც საელჩოში ამბობენ, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია თურქული მედიასაშუალებების მიერ თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, მ/წლის 20 მაისიდან 31 ქვეყნის პაციენტების, მათ შორის, ქართველი პაციენტების თურქეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ, განმარტებას აკეთებენ.
„ანკარაში საქართველოს საელჩო მუშაობს თურქეთის შესაბამის უწყებებთან, რათა მიიღოს განახლებული ინფორმაცია უცხოელი პაციენტების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და პირობების თაობაზე, რასაც მოწოდებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე კი, ქართველი პაციენტების თურქეთში შემოსვლისთვის საჭირო ნებართვის მოპოვების საკითხი რეგულირდება უკვე არსებული პრაქტიკით – ანკარაში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით, თურქეთის შესაბამის უწყებებთან. აღნიშნულისთვის კი, საჭიროა:
☑️თურქეთის შესაბამისი კლინიკის მოწვევის წერილი (სადაც მითითებული იქნება პაციენტისა და თანმხლები პირის პირადი ინფორმაცია);
☑️ კლინიკის მიერ რეანომობილის გამოყოფა, პაციენტისა და თანმხლები პირის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კლინიკამდე ტრასპორტირების მიზნით“, – ამბობენ საელჩოში.