რა დედამ გაგზარდათ, ვინ გითხრათ, ერთს ოცდაათმა კაცმა უნდა ურტყათო - ჭოხონელიძე

პუბლიკა

პარლამენტის წინ მედიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება. სცენიდან საზოგადოებას მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ მიმართა.

„შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა და შევარცხვინე თქვენი ის ხელი, რომელმაც ისე ურტყა ამ ბიჭს, რომ მოკლა. დღეს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ლექსოს სიკვდილის დიაგნოზი რა დაისმევა, არ მაინტერესებს. 5-ში ხომ ურტყეს, მას რომ გული გასკდომოდა ეს ხომ მაინც იმის ბრალიდ იქნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს, რა დიაგნოზით დადგა სიკდვილი. ის მაშინ მოკლეს, როცა ასე ურტყეს და ასე უსამართლოდ ურტყეს, რაც მთავარია, ერთ კაცს ურტყამდა 30!“, – განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.

თამარ ჭოხონელიძემ ის სასულიერო პირები გააკრიტიკა, რომელბიც „თითებს იქნევდნენ, გუშინ ხომ ნახე რა მოგივიდა, დღეს უარესი მოგივაო“. მომღერალმა მედიას სოლიდარობა გამოუცხადა და ერთ-ერთი სასულიერო პირის სიტყვებზე გაამახვილა ყურადღება:

„მოუბრუნდა ჟურნალისტებს და ეუბენბა „ნუ ყაყანებთო“ – სირცხვილია! სირცხვილია და მეტი არაფერი, ჟურნალისტები არ ყაყანებენ, შეიძლება მისაღები არ იყოს მათი პოზიცია და აზრი, მაგრამ ისინი არ ყაყანებენ, ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ, ლექსოც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მოკლეს“, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

„რა დედამ გაგზარდათ და ვინ გითხრათ, რომ ერთს ოცდაათმა კაცმა უნდა ურტყათო“, -ასე მიმართა მომღერალმა მოძალადეებს და დასძინა – „ასე უმოწყალოდ როგორ სცემეთ, ალბათ, ერთი მაინც ხომ მიყურებს ტელევიზიით, ასე უმოწყალოდ როგორ ურტყით ამ ბიჭს, თქვენ ხომ შვილებს მამა მოუკალით, იმ შვილებს, რომელთან ერთადაც თქვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ, რომელის შვილებთან ერთად თქვენმა შვილებმა ღირსეულ საქართველოში უნდა იცხოვრონ, მაგრამ თქვენ არ იცით რა არის ღირსება, არ იცით ამ სიტყვის არსი, როგორც ჩანს“.