რა დოკუმენტები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს დახმარების მისაღებად

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმ თვითდასაქმებული მოქალაქეების დახმარების პროცესი, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში. ამ კატეგორიაში მოქცეულ ადამიანებს მოუწევთ ამტკიცონ, რომ პანდემიამდე თვითდასაქმებულები იყვნენ.

ამისთვის მათ დასჭირდებათ 1 ივლისამდე წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
  • 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:
  • გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
  • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება
    ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • მუნიციპალეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე
    საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი.

თუ კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, 10 სამუშაო დღის ვადაში მოქალაქეს თანხა  მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება. ხოლო იმ პირებს, ვისაც სახელმწიფო დახმარებაზე უარს ეტყვის, 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინებას გაუგზავნის.