ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითვებს უპასუხა.
კითხვაზე – რა გზავნილით ჩავა ბრიუსელში „ქართული ოცნება“? – მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ისინი ელოდებიან ოპოზოციის მხრიდან გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯს.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, ეს ვადა არაა დათქმული, იცით თქვენ. მაგრამ პირობითი ვადა არსებობს იმისათვის, რომ მხარეებმა მოახერხონ შეთანხმება. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთავლოთ მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, იმ შემთხევაში თუ 1%-იან გადახრას მაინც ვინმე იპოვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდა და ა.შ. არ არის ეს პატარა ნაბიჯი.
არცერთი ნაბიჯი ჩვენ ოპოზიციისგან არ გვინახავს, მიუხედავად მათი განცხადებებისა. ჩვენ ველოდებით უახლოეს დღებში, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროულად სახელმწიფოებრივი იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა მამუკა მდინარეძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე შედგა 6-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც მხარეებს შორის განსახილველი საკითხებია ჩამოთვლილი. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, აღნიშნულ საკითხებზე პროგრესის მისაღწევად მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვთ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული საკითხების გარშემო მიღწეულ პროგრესზე საუბარი ევროპელ მეგობრებთან მოუწევს.