რა ხდება ჩვენს სამეზობლოში - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

პუბლიკა

Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა რუსეთში მცირედით იკლებს. ჯამში ინფიცირებულია 370 680 ადამიანი. ხოლო დაღუპულია 3 968 პირი, მათ შორის ბოლო 24 საათში – 161

ჯერჯერობით, სიტუაცია ვერ უმჯობესდება სომხეთში, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია – 98. იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც. გუშინ კიდევ 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7 774-ია. მათგან 3 255 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობა – 165 გუშინ დაფიქსირდა აზერბაიჯანში. სულ კი Covid-19-ის 4 568 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 2 897 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 54 ადამიანი, აქედან 2 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა შემცირებულია თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულია 159 797 ადამიანი. მათგან 122 793 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 4 431 მოქალაქე, აქედან ბოლო 24 საათში 34 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ირანში. სულ გარდაცვლილია 7 564 ადამიანი. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 141 591, მათგან ბოლო ერთ დღეში 2 080 შემთხვევა გამოვლინდა. ირანში, ჯამში, გამოჯანმრთელებულია 111 176 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს: StopCov.ge-ის ბოლო მონაცემებით, დღეს კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 738. აქედან 573 მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

მსოფლიოში კი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 792 992-ია. მათგან თითქმის 2,5 მილიონი – 2 499 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 357 480 კი გარდაიცვალა.