Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 59 118 313-ია. მათგან 40 892 476 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 395 930 კი გარდაიცვალა.
რუსეთი (466 517 აქტიური შემთხვევა)
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 25 173 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ინფიცირებულია 2 114 502 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 36 540 პაციენტი, მათ შორის, ბოლო 24 საათში – 361.
სომხეთი (29 634 აქტიური შემთხვევა)
სომხეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია – 1 976. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 126 709-ია. მათგან 95 099 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
აზერბაიჯანი (29 646 აქტიური შემთხვევა)
ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 187 შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში. სულ კი Covid-19-ის 95 281 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 64 475 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1 160 ადამიანი, აქედან 29 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.
თურქეთი (59 827 აქტიური შემთხვევა)
თურქეთში ინფიცირებულია 446 822 ადამიანი. მათგან 374 637 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 12 358 მოქალაქე.
ირანი (211 160 აქტიური შემთხვევა)
გარდაცვალების 453 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ირანში. სულ გარდაცვლილია 45 255 ადამიანი. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 866 821, მათგან ბოლო ერთ დღეში 12 460 შემთხვევა გამოვლინდა. ირანში, ჯამში, გამოჯანმრთელებულია 610 406 ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს, StopCov.ge-ის განახლებული მონაცემები ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 108690, ბოლო 24 საათში – 3958
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 89170, ბოლო 24 საათში – 3531
- მათ შორის გარდაცვლილი – 1012, ბოლო 24 საათში – 36
- კარანტინის რეჟიმში – 2137
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6221
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 3736