რა ხდება ჩვენს სამეზობლოში - COVID-19-ის გავრცელების განახლებული სტატისტიკა

პუბლიკა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, დღეს სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხეთში სულ 770 ადამიანია ინფიცირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 43, ხოლო 7 ადამიანი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანს დღეს ინფიცირების 78 შემთხვევა დაემატა და ინფიცირებულთა რაოდენობა 521-მდე გაიზარდა. ამ დროისტვის კორონავირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი. ხოლო გამოჯანმრთელებულია აზერბაიჯანის 32 მოქალაქე.

ეპიდსიტუაცია უარესდება რუსეთში, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირების 582 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით რუსეთში 4 731 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 43 პირი. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 333-ია.

ირანში კორონავირუსის 2 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში. ჯამში ინფიცირებულია 55 743 ადამიანი. მათგან გარდაცვლილია 3 452 მოქალაქე, ხოლო 19 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღეს სტატისტიკა არ განუახლებია თურქეთს, Worldometers-ის ბოლო მონაცემებით კი ქვეყანაში კორონავირუსის 20 921 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან გარდაცვლილია 425 პაციენტი. ქვეყნის მაშტაბით 484 მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, ბოლო მონაცემებით 1 162 297 შემთხვევაა დადასტურებული.  კორონავირუსით გარდაიცვალა 62 444 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 241 742-ს მიაღწია.

თუმცა, მცირედით უმჯობესდება მდგომარეობა ესპანეთში, სადაც დღეს 5 537 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე პატარა მაჩვენებელია. ესპანეთში ჯერჯერობით ყველაზე დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევები 26 მარტს დაფიქსირდა.

მცირედით გაუარესდა ყოველდღიური მაჩვენებელი იტალიაში, სადაც 4 805 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 29 მარტის შემდეგ, ერთ დღეში ამდენი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მაგრამ ერთიან სურათში ყოველდღიურმა შემთხვევებმა იტალიაშიც მოიკლო. ყველაზე მეტი – 6 557 შემთხვევა 21 მარტს არის დაფიქსირებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ოფიციალური მონაცემებით 22 867 შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ში წინა დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იმატებდა და გუშინ 32 000-საც გადააჭარბა, დღეს ჯერჯერობით გუშინდელ მონაცემებთან შედარებით ნაკლებია დაფიქსირებული.