რა მომსახურება გაეწია მიხეილ სააკაშვილს ციხეში | იუსტიციის მინისტრის განმარტება

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის მე-12 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბრისთვის მიეწოდება.

რაც შეეხება რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის მიზეზს, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მზარდი რისკი იყო და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში.

„შემოსახლებიდან დღემდე, 1 ოქტომბრიდან დღმდე, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი, იგი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ექიმების მხრიდან. მას ასევე შემოსახლების შემდეგ ზუსტად 2 დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში, დაუმზადდა საბანკო ბარათი. ასევე, მას აქვს ტელევიზორი და როდესაც მას ამოეწურა თანხა ბარათზე და უნდოდა მაცივარი, ესეც ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, შეუსრულა.

ასევე, მუდმივ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, მასთან მორიგეობდა რეანომობილი, მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე.  ასევე, სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილუიმი, რომლის მიზანიც იყო ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც მაქსიმალურად ვითვალსიწინებდით ყველა ჯერზე.

ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლა უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობის  მიზნით და სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი და პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები და ჯანდაცვის მინისტრი. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


პენიტენციური სამსახური გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტრის მიხეილ სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, კადრები ასახავს შესახლებისა და მინისტრისვე შეფასებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.