„ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ ამას. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“, – ასე უპასუხა ჟურნალისტს უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ შეკითხვაზე, თუ რა გააკეთა მთავრობამ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილის პრობლება არ დგას.
2020 წლის 25 იანვარს დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რევაზ არველაძე ოჯახის წევრებთან ერთად ფლობს 3 საცხოვრებელ ბინას თბილისში და ერთ საცხოვრებელ სახლს ახმეტაში.
-
ბინა, ნინოშვილის ქუჩაზე, 79 კვ.მ . – უძრავი ქონების 100%-იანი წილის მფლობელია არველაძის მეუღლე მარინა ხომერიკი. შეძენილია 2018 წელს.
-
ბინა ნინოშილის ქუჩაზე, 49 კვმ მ . – უძრავი ქონების 100%-იანი წილის მფლობელია არველაძის მეუღლე მარინა ხომერიკი. შეძენილია 2018 წელს.
-
ბინა, აბაშიძის ქუჩაზე, 145 კვ.მ . – ბინის 50%-იანი წილის მფლობელი რევაზ არველაძეა, ხოლო თანამესაკუთრე დავით არველაძე. შეძენილია 2016 წელს.
-
საცხოვრებელი სახლი ახმეტაში, 212 კვ.მ. – საცხოვრებელი სახლი არველაძემ მემკვიდრეობით მიიღო.
-
არასაცხოვრებელი ფართი აბაშიძეზე, 10 კვ.მ. – შეძენილია 2016 წელს. თანამესაკუთრე დავით არველაძეა.
დეპუტატი ფლობს მიწის ნაკვეთებს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე – 900 კვ.მ. და ასევე, დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები ახმეტასა და გარდაბანშიც.
დეპუტატი ფლობს Toyota Land Cruiser Prado 2014, ავტომობილი შეძენილია 2015 წელს, 54 000 დოლარად.
არველაძემ 2019 წელს შეიძინა ფასიანი ქაღალდი, რომლის ნომინალია 127 000 USD
არველაძემ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით მიიღო 50 344 ლარი.
მას ჰქონდა საპროცენტო შემოსავალი 6 000 დოლარამდე. ასევე, დეპუტატმა გასულ წელს შვილს 25 000 დოლარის ღირებულების მანქანა აჩუქა.