რა ქონებას ფლობს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე - დეკლარაცია

პუბლიკა

პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა უკვე წარადგინეს ფინანსურ დეკლარაციები, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ეს მონაცემები ბაზაში ჯერ არ აუტვირთავს. საგამოძიებო პორტალმა, kavshirebi.ge-მ გამოითხოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ შევსებული დაახლოებით 6000 დეკლარაცია.

მათ მონაცემები ახლახანს მიიღეს, ამიტომ სრულყოფილად ჯერჯერობით არ დაუხარისხებიათ. მათ მაინც გადაწყვიტეს გამოქვეყნება, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა, კანდიდატებისადმი საჯარო ინტერესი მაღალია და სხვაგან ეს ინფორმაცია არსად იძებნება.

“პუბლიკა” გთავაზობთ ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციას.

დეკლარაციაში შეგიძლიათ გაეცნოთ მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული თანხების ოდენობას სხვადასხვა ანგარიშებზე, ნაღდი ფულის სახით, ფასიანი ქაღალდების ნომინალებს, საწარმოების ჩამონათვალს, სადაც ისინი წილებს ფლობენ და ა.შ.