რა ქონებას ფლობს „ძალა ერთობაშიას" პირველი ნომერი, ბუბა კიკაბიძე – დეკლარაცია

პუბლიკა

პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა უკვე წარადგინეს ფინანსური დეკლარაციები, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ეს მონაცემები ბაზაში ჯერ არ აუტვირთავს. საგამოძიებო პორტალმა, kavshirebi.ge-მ გამოითხოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ შევსებული დაახლოებით 6 000 დეკლარაცია.

მათ მონაცემები ახლახან მიიღეს, ამიტომ სრულყოფილად, ჯერჯერობით, არ დაუხარისხებიათ, თუმცა მაინც გადაწყვიტეს გამოქვეყნება, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა, კანდიდატებისადმი საჯარო ინტერესი მაღალია და სხვაგან ეს ინფორმაცია არსად არ იძებნება.

„პუბლიკა” გთავაზობთ  ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” სიის პირველი ნომრის, ვახტანგ კიკაბიძის დეკლარაციას. დეკლარაციაში შეგიძლიათ ნახოთ , რა თანხა უდევთ კიკაბიძესა და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშებზე, რა თანხა – ქეშად. რა უძრავ ქონებას ფლობენ, რომელ კომპანიებში აქვს წილი ბუბა კიკაბიძეს: