რა რეგულაციები დაუწესდება ონლაინ კაზინოებს | სრულად

პუბლიკა

დღევანდელი მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმ რეგულეაციების შესახებ განაცხადა, რაც ონლაინ კაზონოებს დაუწესდება:

• ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით;

• აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ:

  • 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს;
  • სოციალურად დაუცველ პირებს;
  • საჯარო მოხელეებს;
  • პირებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით;
  • პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით.

• აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.