რა რეკომენდაციებს უნდა აკმაყოფილებდეს სატრანსპორტო სექტორი მუშაობის აღდგენისთვის

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება იწყება. უწყების განცხადებით, იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს ან მეწარმე სუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის  უფლება მიენიჭოს, უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში ასახულია სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა და შესაბამისი რეკომენდაციები (შესაბამისი ბრძანება და  რეკომენდაციები სრულად იხილეთ ბმულზე). მათ შორის არის რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის:

ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ მიეკუთვნება COVID-19-ით ინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეთა ჯგუფს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

სატრანსპორტო სექტორისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულებულია სატრანსპორტო საშუალებაში გამოაკრას განცხადებები (არსებობის შემთხვევაში მონიტორზე) COVID-19-ის შესახებ და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა ცენტრის მიერ არის განსაზღვრული;

გარკვეული პერიოდულობით დეზინფექცია ჩაუტაროს ხშირად გამოყენებულ სამუშაო აღჭურვილობასა და სამუშაო ადგილებს. სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ;

უზრუნველყოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სამედიცინო ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი, სახის ფარი და შესაბამისი სათვალე);

უზრუნველყოს დასაქმებულისა და მგზავრის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება;

უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

მოაწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

თანამშრომლებისთვის უზრუნველყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა, შესაბამისი საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე  და ა.შ.

დასაქმებული კი ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენის წესების, დაიცვას უსაფრთხო დისტანცია, დახველებისას მიიფარონ იდაყვი ან სუფთა ხელსახოცი, მოერიდოს თვალსა და სახეზე ხელის შეხებას და ა.შ.

რეკომენდაციები სრულად იხილეთ დანართებში.

მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, სამუშაო ადგილზე სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ტემპერატურის გაზომვით ან გამოკითხვით) და აღრიცხოს იგი, მისთვის ხელსაყრელი მეთოდით.


უწყების ინფორმაციით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მსურველმა პირმა პირველ რიგში უნდა შეავსოს განაცხადი, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. სავალდებულოა ყველა ველის სრულყოფილი შევსება. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია განაცხადს შეავსებს, შემოწმდება ობიექტი. შემოწმების დროს სათანადო კითხვარი შეივსება და ინსპექტირების აქტი შედგება. შემოწმების შედეგების შესახებ განმცხადებელს ეცნობება არაუმეტეს 2 დღის ვადაში.  სამუშაო პროცესის აღდგება საქართველოს მთავრობის გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.