ნიკა მელიას დაკავებას და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„23 თებერვალს – ივანიშვილის ხელის ბიჭის, ღარიბაშვილის ხელახალი პრემიერობის პირველივე დღეს, საბჭოთა არმიის დღეს, 100 წლის წინ ოკუპანტებთან მებრძოლი იუნკრების დღეს სამარცხვინო შტურმი მიმდინარეობს. ამ წუთებში გაზი შეუშვეს იმ ოთახში, სადაც ნიკა, ხათუნა, თამუნა, ხატია, გიგი… ბევრი პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. რა სამარცხვინო ხარ, ბიძინა! და რა მწარედ დაისჯები!“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მისი აყვანის წინ ოფისში, სავარაუდოდ, ცრემლმდენი საშუალება გაუშვეს, მანამდე კი პოლიციამ იქ შეკრებილი ადამიანები შენობიდან გამოიყვანა.
ოფისის მიმდებარე ტერიოტრიაზე დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც.