რა სამუშაო გამოცდილება აქვთ ომბუდსმენის ახალ მოადგილეებს

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა. გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის ადგილებს ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე დაიკავებენ.

გთავაზობთ მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს:

ელენე ღუდუშაური

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.

ბიოგრაფიული მონაცემები:

დაიბადა 1989 წლის 12 სექტემბერს

სამუშაო გამოცდილება:

2023 წლის 3 აპრილიდან საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

2021–2023 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი;

2015–2021 – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოს პირველი კატეგორიის მესამე რანგის უფროსი სპეციალისტი;

2012–2015 – იურიდიული კომპანია „K&K Consuting“-ის იურისტი;

2011–2012 – თბილისელების ადვოკატი – პრაქტიკა

2010–2010 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. სასწავლო პრაქტიკა

განათლება:

2011–2016 – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, სამართლის მაგისტრი.

2006–2010 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2008–2009 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალგაზრდა იურისტთა განათლების ხელშეწყობის ფონდის სასწავლო კურსი საჯარო სამართალში.

ნათია ჯულაყიძე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია ჯულაყიძე კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას.

ბიოგრაფიული მონაცემები:

დაიბადა 1996 წლის 30 მაისს;

სამუშაო გამოცდილება:

2023 წლის 3 მარტიდან – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

2021 –2023 წლებში – საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის აპარატის უფროსი სპეციალისტი

2020 –2021 – საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი

2018 –2020 – ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) პროექტის პროგრამის – საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის მთავარი ოფიცერი

2019 –2020 – აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პროექტის პროგრამის საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის მთავარი ოფიცერი

2020 წელს – ევროპის დემოკრატიული ფონდის პროექტი – სამოქალაქო მედიის რეპორტერი.

განათლება:

2018–2021 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი

2019–2020 – ნიდერლანდების სამეფოს გრონინგენის უნივერსიტეტი, გაცვლითი პროგრამა,
სოციალური და საერთაშორისო საკითხების სამაგისტრო პროგრამა.

2018–2019 – საფრანგეთის ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ევროპის პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა

2014–2018 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი.