რა საშუალებებით შეუძლია მოსახლეობას აცრაზე დარეგისტრირება - გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ონლაინფორმატში ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა.

გამყრელიძემ ჩამოთვალა ის გზები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ვაქცინაციის დაგეგმვა და ორგანიზება შეუძლია.

„გარდა საერთო პორტალისა – booking.moh.gov.ge, რომელიც არსებობს, ამ პორტალის საშუალებით ხდება რეგისტრაცია ძირითადად აცრებზე, იმ სამ ვაცქინაზე, რომელიც დღეს ადმინისტრირდება ქვეყანაში: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“ და ასევე პარალელურად შეიძლება დარეგისტრირება მოხდეს 15 22 ცხელი ხაზის საშუალებით, მათთვის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან შესაბამისი ჩვევები.

ამავე დროს მთელ რიგ სამედიცინო დაწესებულებებში ამცრელ კაბინეტებთან არის, ე.წ. ვირტუალური კაბინეტები, სადაც ცოცხალი რიგის საშუალებით ხდება მოსახლეობის ჩაწერა და ვაქცინაცია.

ამავე დროს მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ადამიანებს რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები, მათთვის წითელი ჯვრის დახმარებით, განსაკუთრებით რეგიონებში, განსაკუთრებით მოხუცებს, ისინი ეხმარებიან რეგისტრაციაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ყალიბდება სტუდენტთა კორპუსი, რომელიც, მასობრივ იმუნიზაციაზე გადასვლის შემდეგ  მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში უფრო აქტიურად მიეხმარებიან.