რა სასჯელს ითვალისწინებს მუხლები, რომლებითაც ორი პოლიციელი დააკავეს

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულია ორი პოლიციელი, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად პატრულ ინსპექტორი შშმ ბავშვს.

ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელი, მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.

ხოლო, ფაქტის შემსწრე პოლიციელი კ.ბ. დაკავებულია  სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით.

პირველი გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

პირველი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ხოლო მეორე დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.