რა შედეგები აჩვენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის შესწავლამ სკოლის ასაკის ბავშვებში – NCDC

პუბლიკა

2020 წლის 19 მაისს ჯანმოს ევროპის რეგიონულმა ოფისმა გამოაქვეყნა კვლევა – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის შესწავლა სკოლის ასაკის ბავშვებში (HBSC) ახალი ანგარიში. კვლევის ძირითად მიგნებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის წევრია 50 ქვეყანა. აღნიშნული კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ; კვლევის ბოლო ტალღა 2017-2018 წლებში მსოფლიოს 45 ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოში ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა პირველად 2018 წელს ჩაატარა. როგორც ცენტრში აცხადებენ, ის ერთადერთი ინფორმაციის წყაროა მოზარდთა ჯანმრთელობის შესახებ – კვლევა იძლევა ინფორმაციას ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფართო ასპექტების შესახებ.

ანგარიშში მოყვანილია მონაცემები 45 ქვეყნის 11, 13 და 15 წლის 227 441 მოსწავლის ფიზიკური ჯანმრთელობის, სოციალური ურთიერთობისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. ეს ინფორმაცია წარმოადგენს საფუძველს, რომელზე დაფუძნებით მომავალმა კვლევებმა უნდა შეაფასოს COVID-19-ის გავლენა ახალგაზრდების ცხოვრებაზე.

45 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგად წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, რომ მოზარდთა ფსიქიკური მდგომარეობა 2014-2018 წლებში მრავალ ქვეყანაში გაუარესდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნების დაახლოებით მესამედში მოზარდების უმრავლესობა განიცდის ზეწოლას სკოლის დავალებებისაგან. უმეტეს ქვეყნებში აკადემიური მოსწრება ასაკთან ერთად უარესდება, მცირდება სკოლით კმაყოფილების დონე და მოზარდების მიერ მასწავლებლებისა და თანაკლასელების მხარდაჭერა, რადგან სკოლაში ზეწოლა მატულობს.
კვლევამ გამოავლინა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მზარდია რეგიონის ახალგაზრდობაში, რაც ფსიქიკურ კეთილდღეობის ცვლილებას იწვევს. ცხადია, ტექნოლოგიას შეუძლია დადებითი სარგებელი მოიტანოს, მაგრამ მას, ასევე, შეუძლია შემოიტანოს ახალი საფრთხეები, მაგალითად, კიბერშეტევა, განსაკუთრებით გოგონებზე. 10 დან 1 მოზარდი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში კიბერ ბულინგის მსხვერპლი იყო.
კვლევის მიერ მთავარ გამოწვევადა ასევე მიჩნეულია სარისკო ქცევა, არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა. უკანასკნელი კვლევის ძირითადი მიგნებები ასევე მოიცავს: თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა ამჟამინდელი მოხმარების მაჩვენებლენი მაინც მაღალია. 15 წლის ასაკში, ალკოჰოლს ყველაზე ხშირად მოიხმარენ. 15 წლის ყოველი მეხუთე (20%) მოზარდი აცხადებს, რომ სიცოცხლეში ორჯერ ან მეტჯერ მიუღია ალკოჰოლი, ხოლო თითქმის ყოველი 7-დან 1 (15%) დამთვრალა გასული 30 დღის განმავლობაში.
კვლევის თანახმად, დაახლოებით ხუთიდან ერთი მოზარდი ასრულებს ჯანმო-ს რეკომენდაციას ფიზიკური აქტიობის შესახებ. მოზარდთა უმრევლესობა ვერ აკმაყოფილებს მიმდინარე რეკომენდაციებს კვებასთან დაკავშირებით, რაც აფერხებს მათ ჯანსაღ განვითარებას.
„HBSC კვლევის მიერ წარმოდგენილია მოზარდთა ჯანმრთელობასთან ასოცირებული პრობლემების ფართო სპექტრი და მომავალი კვლევის ფარგლებში, 2022 წელს ასევე შესაძლებელია მოზარდთა ქცევაზე COVID-19 გავლენის შესწავლა. მომავალი კვლევა გვიჩვენებს, როგორ იმოქმედა სკოლების დახურვამ და, ზოგადად, ქვვეყნებში დაწესებულმა შეზღუდვებმა მოზარდების კომუნიკაციაზე სოციუმთან, მათ ფიზიკურ და მენტლურ ჯანმრთელობაზე“ – განაცხადა მარტინ ვებერმა, ჯანმოს ევროპის რეგიონის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერმა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესწავლა სასკოლო ასაკის ბავშვებში (HBSC) წარმოადგენს საერთაშორისო კვლევას, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება. თვითშეფასების კითხვარის საშუალებით ხდება მოზარდთა ჯანმრთელობასთან ასოცირებული რისკებისა და კეთილდღეობის შესწავლა. კვლევაში მონაწილეობდნენ 11, 13 და 15 წლის მოზარდები. HBSC კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემები გამოიყენება ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, მათი საშუალებით ხდება მოზარდთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან ასოცირებული საკითხები, ჯანმრთელობის სოციალური დეტერმინანტების შესწავლა და მოზარდთა ჯანმრთელობასთან გაუმჯობესებათან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება.