რა შედეგს მივიღებთ, თუ შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება - გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ასეთი შეზღუდვები გაგრძელდება, პროგნოზის მიხედვით, იანვრის ბოლოს იქნება 1571 შემთხვევა, მათ შორის, ისეთი შემთხვევებიც რომლებსაც სისტემა ვერ დაიჭერს.

„მოგახსენებთ პროგნოზირების მაჩვენებლებს, რომლებიც კეთდება ჯანმთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან ერთად. ამ ინსტიტუტის რეკომენდაციებით, თუ ჩვენ დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს იანვრის ბოლომდე გავაგრძელებთ, რაც დღეს მოქმედებს ქვეყანაში, იანვრის ბოლოს გვექნება ყოველდღიური 1571 შემთხვევა. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც იჭერს ეს იქნება დაახლოებით 800 – 900, რასაც ვერ დაიჭერს იქნება დაახლოებით 600-700.

ეს იმ შემთხვევაში თუ ამ ტიპის შეზღუდვები ქვეყანაში გაგრძელდება, მაგრამ თუ მოვუშვით შეზღდვები, მაშინ შეიძლება ეს მაჩვენებელი 5 000-ზე ავიდეს.

ამავე დროს შეზღუდვებთან ერთად ჩვენ დღეს პირბადის ტარების 70%-ზე ავდივართ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გვინდა 95%, თუ ამ პროცენტზე ავედით, მაშინ იანვრის ბოლოს ჩვენი ყოველდღიური მაჩვენებელი, რასაც სისტემა დაიჭერს და ვერ დაიჭერს, იქნება 728 ფარგლებში. რასაც დაიჭერს დაახლოებით 400-500 ფარგლებში. დამერწუნეთ – ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის დამშვიდებისკენ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 28 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2 766.