საოლქო საარჩევნო კომისიებმა დაასრულეს უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვა.
საია-მ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და მონაცემების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბოლოოდ 109[1] უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი, საიდანაც:
– 19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა და გადაითვალა[2], რომლის შედეგად დაზუსტდა 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები.
ორგანიზაცია დეტალური ინფორმაციას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები შევიდა ოქმებში, რომელებიც გადაითვალეს.
- ოზურგეთი – გადაითვალა ბათილი ბიულეტენები და მონაცემები დაემთხვა ახსნა-განმარტებას. შესწორების ოქმის შეუდგენლობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა თავმჯდომარეს და მდივანს.
- ახალციხე – გაიხსნა ჩანაწერთა წიგნი. მონაცემების დამხთვევის გამო, აღარ მოხდა დამატებითი დოკუმენტაციის გახსნა და გადამოწმება.
- ხაშური – გახსნეს ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის მიკუთვნებული ბიულეტენები. გამოვლინდა მცირე უზუსტობა, რაც შესწრდა. აღნიშნულის გამო მდივანს დაეკისრა დისციპლინალური პასუხისმგებლობა – შენიშვნა.
- გორი – გახსნეს საარჩევნო სუბიექტებისთვის მიკუთვნებული ბიულეტენები. დადგინდა, რომ პროპორციულის შესწორების ოქმში შეტანილია სწორი მონაცემები. მაჟორიტარულ შესწორების ოქმში დადგინდა უზუსტობა. ერთი კანდიდატისათვის მიკუთვნებულ ბიულეტენებს შორის აღმოჩნდა ბათილი ბიულეტენი. ასევე, ხმების ორ შეკვრაში იყო 9-9 ბიულეტენი ნაცვლად 10-10-ისა. აღნიშნულის გამო მდივანს და თავმჯდომარეს დაეკისრათ დისციპლინალური პასუხისმგებლობა – „გაფრთხილება”.
- გორი – გახსნეს სადემონსტაციო ოქმი, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა სადავო მონაცემი. კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს დაეკისრათ დისციპლინალური პასუხისმგებლობა – „შენიშნვნა”.
- გორი – გაიხსნა იმ სუბიექტებისათვის მიკუთვნებული ბიულეტენების პაკეტი, რომელთა მონაცემებიც იყო სადავო. ნომერ „41″ საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნებული ბიულეტენების პაკეტში ნამდვილ ხმებში აღმოჩნდა 1 ბათილი ბიულეტენი. მონაცემები დაზუსტდა განკარგულებით. თავმჯდომარეს და მდივანს გამოეცხადათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – ,,გაფრთხილება”.
- მარნეული – შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდებოდა 60 ხმით მეტობა. მომდევნო დღეს შედგა შესწორების ოქმი, რომელიც იყო საეჭვო. გაიხსნა დალუქული პაკეტები, ოლქმა გადათვალა ხელმოწერები, ბათილი ბიულეტენები და სუბიექტებისათვის მიკუთვნებული ბიულეტენები. სუბიექტის მონაცემები დაემთხვა შესწორების ოქმს, თუმცა, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა 1-ით, შესაბამისად, საბოლოოდ უბანზე დაფიქსირდა 1 ხმით ნაკლებობა.

- ისანი – გაიხსნა ჩანაწერთა წიგნი და დადგინდა ოქმში გადასწორებული მონაცემის სისწორე.

- ბათუმი – მნიშვნელოვანი დისბალანსის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიამ ოთხოვე ტიპის შეფუთული ბიულეტენები გახსნა და მონაცემები ხელახლა დათვალა. გადათვილის შემდგომ დისბალანსი გასწორდა და დაემთხვა 2 ნოემბერს დაწერილ ახსნა-განმარტებას.
- მთაწმინდა – საიას საჩივრის წარდგენის შემდგომ, ოლქმა თავისი ინიციატივით განიხილა ამ უბნის საკითხი 2 ნოემბერს, გადათვალა და დააზუსტა სადავო მონაცემები.
- სამგორი – საიას საჩივრის განხილვამდე ერთი დღით ადრე ამ უბანთან მიმართებით დაკმაყოფილდა ISFED-ის საჩვარი. მოხდა მონაცემების გადათვლა და სუბიექტების ხმებს შორის გამოვლინდა მნიშვნელოვანი ცდომილებები.
საუბარია სამგორის 97-ე უბანზე, რომელიც “სამართლიანი არჩვენების” საჩივრის საფუძველზე სამგორიის საარჩევნო ოლქმა გახსნა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ:
მაჟორიტარულ არჩვნებში – ფიქრია ჩიხრაძეს 0 ეწერა, გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ
მიღებული აქვს 47 ხმა;
პროპორციულ არჩვნებში:
“მოქალაქეებს” (ელისაშვლის პარტია) ეწერა 4 ხმა, გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიღებული აქვს 26;
„გირჩს“ ეწერა-2 ხმა და მიღებული აქვს 32;
„ლელოს“ ეწერია 6 ხმა და მიღებული აქვს 26;
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ეწერა 9 ხმა და მიღებული აქვს 39.
„აღმოჩნდა, რომ ნამდვილი ბიულეტენები შერეული იყო ბათილ ბიულეტენებთან.ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი ამ არჩევნებზე. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ყველა იმ უბნის მასალების გახსნა და გადათვლა, სადაც პრობლემები დაფიქსირდა.“ – წერს ISFED -ის დირექტორი ელენე ნიჟარაძე 4 ნოემბერს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუში.
საიამ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და მონაცემების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბოლოოდ 109[1] უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი, საიდანაც:
– 19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა და გადაითვალა[2], რომლის შედეგად დაზუსტდა 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები.
2 უბანთან მიმართებით საიამ მოხსნა მოთხოვნა, რადგან დარწმუნდა, სადავოდ გამხდარი მონაცემის სისწორეში;
9 უბანთან მიმართებით მოთხოვნა განუხილველი დარჩა საჩივრის ელექტრონული ფორმით ჩაბარების გამო[3];
79 უბანთან მიმართებით საიას საჩივრები არ დაკმაყოფილდა ან/და განუხილველი დარჩა. განუხილვევლად დატოვება გამოწვეული იყო ამავე საკითხზე საიას საჩივრის განხილვამდე სხვა ორგანიზაციების საჩივრებზე უარის თქმით.
„მიუხედავად იმისა, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, საია სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს, რაც ჯამში სხვადასხვა ტიპის 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს“, – წერს ორგანიზაცია.
სრულად ორგანიზაციის განცხადება იხილეთ ბმულზე.