რა შემთხვევაში გაუხსნის „საქართველოს ბანკი“ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს საბანკო ანგარიშს

პუბლიკა

„საქართველოს ბანკი“, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს, საბანკო ანგარიშს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის აღიარების შემთხვევაში გაუხსნის. „საქართველოს ბანკში“ „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ანგარიშებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში გაუხსნიან.

ხელშეკრულების მიხედვით, ხელმომწერი ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და 2008 წელს საქართველოში 2014 და 2022 წლებში კი უკრაინაში შეიჭრა. ხელმომწერი ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს აღიარებას საქართველოს შემადგენლობაში.