რა შემთხვევაში შეძლებენ უცხო ქვეყნის მოქალქეები საქართველოში აცრას

პუბლიკა

„უცხო ქვეყნის მოქალაქის ვაქცინაცია გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ უცხო  ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ცხოვრობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქის აცრისთვის საქართველოში მინიმუმ სამთვიანი ცხოვრება ერთ-ერთი პირობაა. სხვა შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციაში არიან დასაქმებული.

„ასევე, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის მონაწილეებს შეუძლიათ ვაქცინაცია, თუ ისინი წარმოადგენენ შესაფერის დამადასტურებელ საბუთს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური სტატუსის და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციების თანამშრომლებსაც შეუძლიათ აცრა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე“, – განაცხადა გაბუნიამ.